ახალი ამბები

ყიფიანი: იაპონიაში დისციპლინური დარღვევა იყო და ჩვენ ძიუდოისტები გამოვიყვანეთ

29 ნოემბერი, 2013 •
ყიფიანი: იაპონიაში დისციპლინური დარღვევა იყო და ჩვენ ძიუდოისტები გამოვიყვანეთ

“მოხდა დისციპლინური დარღვევა, ძიუდოისტთა ფედერაცია განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს იმაზე, თუ რა მოხდა იქ და ამის სემდეგ საზოგადოებაც გაიგებს დეტალებს. ჩვენი ინფორმაციით, მოხდა დისციპლინური გადაცდომა, ჩვენ თავიდანვე ჩავერთეთ, ჩართული იყო ჩვენი საელჩოც და გამოვიყვანეთ სპორტსმენები იაპონიიდან”, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 29 ნოემბერს,

ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იაპონიაში საქართველოდან ჩასული ძიუდოისტთები გამოაძევეს, სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” გაავრცელა. მათი ინფორმაციით. ძიუდოისტები ფედერაციამ იაპონიაში 11 ნოემბერს გაგზავნა, მათ ჯერ ერთ–ერთ უნივერსიტეტში, შემდეგ კი იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან უნდა ევარჯიშათ, თუმცა ქვეყანა დროზე ადრე დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი