ახალი ამბები

“მართლმადიდებელთა კრებულს” იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს

29 ნოემბერი, 2013 •
“მართლმადიდებელთა კრებულს” იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს

იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანი გიგინეიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შენობა მთლიანად იწმინდებოდა გარედან, რისი საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. 

 

გიგინეიშვილის თქმით, კრებულის წევრებს იუსტიციის სახლის კედელზე აქციის მონაწილეებს ხატები ჰქონდათ დალაგებული.

 

იუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი

“ეს ადამიანები თვეზე მეტია იმყოფებიან იუსტიციის სახლთან. აქამდე არავის მათთვის ხელი შეუშლია აქამდე, რომ გამოეხატათ თავიანთი ნება. დადგა საკითხი ისე, რომ იუსტიციის სახლის წმენდა დაიწყო გარედან და ტერიტორიიდან მოუწიათ მათ გაწევა. კანონი ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებას ავალდებულებს, როცა მის კედელზე ხდება რაღაცების დაკვრა, რაც არ უნდა იყოს ის. ხატების მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასეთ დროს ვალდებული ვართ, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ. ეს მუდმივ სახეს ვერ მიიღებს,”- უთხრა “ნეტგაზეთს” ანი გიგინეიშვილმა.  

 

გიგინეიშვილს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდა თუ არა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და დაცვის წევრებს შორის. მისი თქმით, იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია არ ეწინააღმდეგება მოქალაქეების სურვილს კანონის შესაბამისად აქცია გამართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი