ახალი ამბები

ნარმანია თვითმმართველობის კოდექსზე არგუმენტირებულ კრიტიკას მოითხოვს

29 ნოემბერი, 2013 •
ნარმანია თვითმმართველობის კოდექსზე არგუმენტირებულ კრიტიკას მოითხოვს

“როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსი საპარლამენტო ფრაქციებში და სამ კომიტეტთან უკვე განვიხილეთ, ამის შემდეგ შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გვექნება და მათ ჩემი პირველი მოადგილე გააცნობს კოდექსის არსს. როგორც ვიცი, აქვთ გარკვეული კითხვები და ჩემი მოადგილე მზადაა ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს. წარმოდგენილ პროექტში რაიმე ტიპის სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუ ოპოზიცია ამას ხედავს, მაშინ მოვითხოვ არგუმენტირებულ კრიტიკას”, – განაცხადა ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი