ახალი ამბები

ნარმანიას თქმით, გუბერნატორობის კანდიდატებზე მსჯელობა მომავალ კვირას დაიწყება

29 ნოემბერი, 2013 •
ნარმანიას თქმით, გუბერნატორობის კანდიდატებზე მსჯელობა მომავალ კვირას დაიწყება

“გუბერნატორების ადმინისტრაციებში მოცემულია სტრუქტურული ცვლილებები, რის მიხედვითაც იქნება ადმინისტრაციული სამსახური, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახური, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციის სამსახური, გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დროებით დარჩება გუბერნატორის სტრუქტურის ქვეშ, თუმცა დროთა განმავლობაში შსს-ს უნდა გადაეცეს. დებულების დამტკიცებიდან 60 დღის ვადაში გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგისტრაცია უნდა მოხდეს და, შესაბამისად, ახალი დებულება უნდა დამტკიცდეს”, – განაცხადა ნარმანიამ დღეს, 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი