როგორც EUMM–ის განცხადებაში ნათქვამი, ეს პროცესი სექტემბრის თვიდან მოყოლებული შეჩერებული იყო, თუმცა ახლა ღობეებთან ერთად ანთავსებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც ადამიანებს გადაადგილებას უკრძალავს.
“მისიამ გააქტიურა ინციდეტების პრევენციისა და რეაგირების ცხელი ხაზი და მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ გაცვალონ ინფორმაცია ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. დირბი–ღოღეთის არეალში მონიტორებმა დააფიქსირეს წითელი რკინის ბოძების ინსტალაციის პროცესი დაახლოებით 160 მეტრი სიგრძის მიწის ფართობის გასწვრივ, ხოლო 35 მეტრის გასწვრივ – მავთულხლართების მონტაჟის პროცესი. ღობეების ინსტალაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გარდა მისიამ დააფიქსირა გამაფრთხილებელი ნიშნების ინსტალაციის ინტენსიფიკაციაც. ზოგიერთი მათგანი დამუშავებული მიწების შუაშია აღმართული”, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
‘გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარი გვიახლოვდება, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მხედველობაში მიიღონ ადამიანების საყოფაცხოვრებო რესურსებზე პოტენციური ზემოქმედების შედეგები”, – აცხადებს ტოივო კლაარი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, და დასძენს, რომ EUMM გააგრძელებს ადგილზე პატრულირებას, რათა ხელი შეუწყოს ვითარების დაძაბვის პრევენციას.