ახალი ამბები

ვანო ჩხარტიშვილს შესაგებელი სარჩელით უპასუხეს

29 ნოემბერი, 2013 •
ვანო ჩხარტიშვილს შესაგებელი სარჩელით უპასუხეს

ვაჩნაძის თქმით, ჩხარტიშვილის მოთხოვნა, ბოდიში მოუხადოს მელორ ვაჩნაძემ, არ დაკმაყოფილდება. 

 

მელორ ვაჩნაძე
მელორ ვაჩნაძე

 

“წლების მანძილზე არის ბრალდებები ვანო ჩხარტიშვილის სახელზე. 252 მილიონის ანაბრების მითვისება, ასევე, პატარკაციშვილის ოჯახის გაძარცვა. არ ვაპირებთ ვიღაცებს ბოდიშები ვუხადოთ იმიტომ, რომ მათ ბევრი ფული აქვთ და შეუძლიათ კარგი ადვოკატები დაიქირავონ,”- აცხადებს მელორ ვაჩნაძე.  

 

ვაჩნაძის თქმით, ისინი საზოგადოებას წარუდგენენ იმ დოკუმენტებს, რომელიც იმ ორგანიზაციამ შეაგროვა, რომელიც ანაბრების საქმეს სწავლობდა. 

 

ვაჩნაძე განმარტავს, რომ ჩხარტიშვილის სარჩელი მის წინააღმდეგაა, თუმცა მასში ნახსენები არიან ის პირები, ვინც 19 ივნისის აქციაში მონაწილეობდა, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილი.  

 

“ჩვენი პოზიციაა, რომ მას არასდროს ბოდიშს არ მოვუხდით, რაზეც გვედავება, რომ თითქოს მას პატივი და ღირსება შევულახეთ. ის განცხადებები, რაც მელორმა გააკეთა და სხვებიც აკეთებდნენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული. პრივილეგია გვაქვს, როცა საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება პიროვნების ინტერესს და მიყენებული ზიანი არ არის ნაკლები, ვიდრე საზოგადებრივი სიკეთე: ამ შემთხვევაში ის თემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით,”- თქვა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წევრმა ლევან გოგიჩიაშვილმა.

 

გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი სასამართლოს წინაშე საკუთარ მტკიცებულებებს დაასაბუთებენ.   

 

19 ივნისს ყოფილ ბიზნესასოციაციაციის შენობასთან ჩატარდა აქცია. აქციის მონაწილეებს შორის ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც წლების წინ ანაბრები დაკარგა, ისინი ამაში ვანო ჩხარტიშვილს ადანაშაულებდნენ და ანაბრების დაბრუნებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ბიზნესი “გაჭირვებული ხალხის ძარცვით ააწყო”, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის ქონება “მიითვისა”.

 

ვანო ჩხარტიშვილი
ვანო ჩხარტიშვილი

ჩხარტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვს, რომ ვაჩნაძემ ცილისწამებისთვის ბოდიში საჯაროდ მოუხადოს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი