“ხარვეზების დამდგენი კომისიის საკითხი ერთ-ერთ წინა სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული. არასწორია არასამთავრობოების დღევადელი განცხადებები, რომ ეს იდეა იქნა უარყოფილი. ეს იდეა უარყოფილი არ ყოფილა. როგორ შეიძლება უარყოს ვინმემ, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენი და რომ ეს განაჩენები გადასახედია?! მე გუშინ აღვნიშნე, რომ დროებით არის შეჩერებული, რათა მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით. კიდევ რაღაც დეტალები დაიხვეწება,”- განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა იმის შესახებ, რომ პროექტი მზად არის, მაგრამ კიდევ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი.