“მართლამასჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა არავის გადაუფქრებია. უბრალოდ, რადგან ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან, რაღაც დეტალები უნდა დაზუსტდეს. შესაძლოა, გარკვეული კომისია შეიქმნას, რომელიც იქნება არა უშუალოდ კანონპროექტზე ორინეტირებული, არამედ იმაზე, შემდგომ რა ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს ამას”, – განაცხადა სუბარმა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელმა ნანა კაკბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის თაობაზე წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ 100–ზე მეტმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ 22 პატიმარი შიმშილობს:
“თუმცა პატიმრები ტყულად ნერვიულობენ”, – აღნიშნამა სუბარმა.