ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

29 ნოემბერი, 2013 •
გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

მარგველაშვილის და ოლანდის შეხვედრა ვილნიუსში
მარგველაშვილის და ოლანდის შეხვედრა ვილნიუსში

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის.

 

“მარგველაშვილმა აღინიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საფრანგეთმა შეასრულა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტანდარტებთან მიახლოვებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა სფეროებში. საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოში მოიწვია. საფრანგეთის პირველმა პირმა კი დაადასტურა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი