ახალი ამბები

მარგველაშვილი: ვდგამთ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გვაახლოვებს ევროპასთან

28 ნოემბერი, 2013 • • 1210
მარგველაშვილი: ვდგამთ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გვაახლოვებს ევროპასთან

„ვილნიუსში ჩვენი ვიზიტი უაღესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგანაც დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რომელიც რეალურად გვაახლოვებს ევროპასთან და რომელიც ევროპული მიმართულებით საქართველოს კურსის შეუცვლადობას უზრუნველყოფს. დღეს მოხდა უკვე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მე მივულოცავ საქართველოს მოსახლეობას, მთელ ჩვენს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ვილნიუსში. შეხვედრებს ეკონომიკურ თემებზე, შეხვედრებს ადამიანის უფლებებისა და არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემებზე. ჩვენ დღეს ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან გზას, რომელიც საქართველოს ისტორიულ არჩევანს- იყოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი- ფაქტიურად გარანტირებულს ხდის“ – განაცხადა მარგველაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი