ახალი ამბები

უმცირესობა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებული განცხადების მიღებას აფასებს

28 ნოემბერი, 2013 •
უმცირესობა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებული განცხადების მიღებას აფასებს

პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში  ჩამატებულია, რომ “რუსეთის მცდელობა ჰქონდეს ექსკლუზიური გავლენის სფეროები არის მიუღებელი და შესაბამისად, რუსეთს არ აქვს უფლება შეაჩეროს მეზობელი ქვეყნების სწრაფვა ევროპისკენ”.

“ვითხოვდით ჩამატებულიყო ერთადერთი პუნქტი, რომ იქნებოდა აღნიშნული, რომ საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები კვლავ გავლენის სფეროებად მიაჩნია. ამ ჩანამატის მიღება არ ისურვა უმრავლესობამ რაც დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან თუ ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ოკუპაციის დაგმობას, თუ ჩვენ ვხედავთ და გვიხარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის ზეწოლას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, ჩვენ თვითონ ამის თქმა არ შეგვეძლოს და ვერ ვამბობდეთ ეს არის ეროვნული პოზიტიებიდან გადახვევა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

ამასთან, უმცირესობამ დღეს ის განცხადებაც გაავრცელა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხება და გუშინ პარლამენტმა არ მიიღო:

 

“პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნული განცხადებას, რაც ქართული მხარის სისუსტეა. ამ  ტექსტით ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მხარდაჭერის გამოხატვაც, ვერ, თუ არ ისურვა საქართველოს პარლამენტის უმრვალესობამ, რაც ძალიან სამწუხაროა. “

მასალების გადაბეჭდვის წესი