ახალი ამბები

სასჯელაღსრულების დაწესებულებების 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა

28 ნოემბერი, 2013 •
სასჯელაღსრულების დაწესებულებების 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული კომპლექსური სამსახურებრივი შემოწმების შედეგად,  აღნიშნულ პირებს  ავტომანქანის  მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტები გამოუვლინდათ. ყველა მათგანს დისციპლინური გადაცდომის გამო შეეფარდათ დისციპლინური სახდელი –  საყვედური.  

 

გენერალური ინსპექციის დასკვნით, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის

სასჯელაღსრულების სამინისტრო
სასჯელაღსრულების სამინისტრო

„გ“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა მათ მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. მათ ასევე უგულებელყვეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, მოსამსახურის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და არყევს მოქალაქეების  რწმენას საკუთარი სახელმწიფოსადმი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 



მასალების გადაბეჭდვის წესი