საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგი არავინაა:
„ჩვენს კოლეგას აქვს ინიციატივა, რომ ვილნიუსის სამიტის ცერემონიალს ვუყუროთ პირდაპირ ეთერში. ჩვენც გვაქვს დადებითი პოზიცია, წინააღმდეგი არავინაა და შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ხვალ მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მხრიდან ვიყოთ თანამონაწილე პრიდაპირ ეთერში ამ პროცესის და შესაძლებელია ამ პროცედურით დავიწყოთ ხვალ მუშაობა, რომ ვუყოროთ რა ხდება სამიტზე და გავიზიაროთ ის განწყობა და პარლამენტი ალბათ შეუერთდება ამ მნიშვნელოვან მოვლენას.“
2013 წლის 29 ნოემბერს ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი გაიმართება, სწორედ ამ სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოსა და მოლდოვის შეთახმების ინიცირება პარაფირების სახით
