ახალი ამბები

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი სათაო ოფისი ექნება

28 ნოემბერი, 2013 •
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი სათაო ოფისი ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისის პროექტი
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისის პროექტი

10-სართულიანი შენობა, რომლის ფართობიც 5,000 მ2 იქნება, თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე აშენდება.

 

ახალი ოფისის მშენებლობისთვის კომპანიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 16 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები 540 დღეში უნდა დაასრულოს.


ძირითადი სამუშაოები მოიცავს შემდეგს: სამშენებლო ტერიტორიის ექსკავაცია, მრავალსართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული შენობის მშენებლობა, რომელიც მოპირკეთებული იქნება ალუმინის კომპოზიციური პანელებით; შიდა ტიხრების, კარების, ფანჯრების, იატაკების და კედლების მონტაჟი-მოწყობა; ლიფტის, ელექტროგაყვანილობის, კომუნიკაციების, გათბობა-კონდიცირების სისტემის, ცხელი და ცივი წყლის მილების და სანიტარული კვანძების მოწყობა; პარკირება და ტერიტორიის კეთილმოწყობა; საძირკველის მშენებლობა რკინა-ბეტონის ხიმინიჯებზე და მონოლითურ ფილებზე. 

 

საქართველომ  მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის (I ტრანში) ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის დასაფინანსებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი