“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზნით საზღვარგარეთის ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ. მათ ერთ–ერთ მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი მოწმობაც დაუმზადეს. სამართალდამცველებმა მარიამ ჩ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას გაყალბებული საბუთების გასაღების შედეგად მიღებული თანხა – 1000 ევრო ამოიღეს. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია გაყალბებული საბუთები”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 362–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.