ახალი ამბები

ივანიშვილის ოფიციალურად არჩევა თავმჯდომარედ “ოცნების” დახურულ ყრილობაზე იგეგმება

10 მაისი, 2018 • 1902
ივანიშვილის ოფიციალურად არჩევა თავმჯდომარედ “ოცნების” დახურულ ყრილობაზე იგეგმება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი სოფიციალურად არჩევა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, “ქართული ოცნების” ყრილობის დახურულ ფორტმატში იგეგმება, ხოლო ამის შემდეგ ჟურნალისტები მხოლოდ მედიაცენტრიდან შეძლებენ ყრილობის პირდაპირ ეთერში ყურებას.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მეხუთე ყრილობა 11 მაისს მთაწმინდის პარკში, “ანდერვილიში” გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

პრესსამსახურის ცნობით, ყრილობა სამუშაო ფორმატში იმართება, ხოლო მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

როგორც პრესსამსახური გვაცნობებს, 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ. მისი ინფორმაციით, 17:00 საათიდან ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება მოხდება და ჟურნალისტები ადგილზე განთავსებული მედიაცენტრში შეძლებენ ღონისძიების ყურებას.

ოცნების დამატებითი ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს

პრესამსახურის ცნობით, დარბაზში იმუშავებენ მხოლოდ მოძრავი სატელევიზიო სადგურის ვიდეოკამერები და LIVE პარამეტრები მოგეწოდებათ წინასწარ: “ასევე, მედია ოპერატიულ რეჟიმში მიიღებს ფოტო და ვიდეო მასალას.”

როგორც პრესამსახური გვატყობინებს, ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთდება კომენტარები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, გააკეთებს თუ არა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ პირველ კომენტარს ბიძინა ივანიშვილი.

აკრედიტებული მედიისთვის რეგისტრაცია დასრულდება 15:00 საათზე. რეგისტრაციის გასავლელად, პრესამსახური გთხოვთ, თან იქონიოთ პრეს-ბარათი და პირადობის მოწმობა.

აკრედიტაციების მიღება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ, მისამართზე – ერეკლე მეორეს მოედანი N3.

მასალების გადაბეჭდვის წესი