ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნება” ერთგვარი Think Tank უნდა გახდეს

9 მაისი, 2018 • 3293
ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნება” ერთგვარი Think Tank უნდა გახდეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” რეფორმების ახალი ტალღა იგეგმება. მან რ2-ში ისაუბრა “ქართული ოცნების” განვლილ მიღწევებსა და მოგებულ არჩევნებზე და განაცხადა, რომ ახლა რეფორმების მეორე ტალღაა საჭირო.

“გვინდა დავიწყოთ რეფორმების მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ჩამოყალიბდება, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ უნდა იყოს აქტიური.

“პარტიაში გაგრძელდება ცხოვრება იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენ იმთავითვე გვაქვს აღებული, თუმცა რეფორმების მეორე ტალღა არის ის, რაზეც უნდა დაიწყოს მუშაობა. პარტიის გაძლიერება ბევრი მიმართულებით არის საჭირო, იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, იგივე ახალგაზრდებათან მუშაობის მიმართულებით. არაერთი მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ პარტიული მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ანალიტიკური კუთხით პარტიის შესაძლებლობების განვითარება. პარტია ერთგვარი ე.წ. Think Tank (ანალიტიკური ცენტრი) უნდა გახდეს, რომელიც აანალიზებს პოლიტიკებს, პოლიტიკურ ცხოვრებას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი