ახალი ამბები

ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელებაში ბრალდებულების სამალავები – შსს-ს ვიდეო

8 მაისი, 2018 • 2667
ინტერნეტით ნარკოტიკების გავრცელებაში ბრალდებულების სამალავები – შსს-ს ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკის ინტერნეტით გასაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.

“ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით,”- აცხადებს შსს.

უწყება ასევე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ის სავარაუდო სამალავები, რომლებსაც ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებისას იყენებდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი