ახალი ამბები

შსს-მ განხრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დაკავა

26 ნოემბერი, 2013 • • 1676
შსს-მ განხრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დაკავა

აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19 საათზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი. 

 

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, “ჯეო–ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ორი მათგანი: მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირანიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

 

გამოძიებას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი