ახალი ამბები

კანონპროექტი რეპრესირებულთა შესახებ უკან გაითხოვეს

26 ნოემბერი, 2013 •
კანონპროექტი რეპრესირებულთა შესახებ უკან გაითხოვეს

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თამარ კორძაია კანონპროექტის ირგვლივ არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებს ასახელებს და განმარტავს, რომ კანონის დასახვეწად მუშაობა მიმდინარეობს:

 

“ამ საკითხზე იდეები მუშავდება და საკუთარ ინიციატივას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რის გამოც გადავწყვიტეთ ჩვენი ინიციატივა სამუშაო რეჟიმში კიდევ ერთხელ გავიაროთ და ყველასთვის მისაღებ ვერსიაზე შევჯერდეთ.”

 

კორძაიას თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ 1921 წლიდან 1990 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში რეპრესირებულებისთვის და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისთვის კომპენსაციას რაოდენობა განსხვევბული წესებითა და კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს.

კანონპროექტის  თანახმად, კომპენსაციის მინიმალური რაოდენობა გამოიანგარიშება რეპრესირებული პირის მიერ იმ სამსახურში მიუღებელი შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელშიც ის რეპრესიამდე მუშაობდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეპრესირებული პირი დოკუმენტურად ვერ ადასტურებს სამუშაოს რეალობას და იმ ანაზღაურების თანხას, კომპენსაციის თანხა კანონის მიღების დროისთვის არსებული ხელფასის საშუალო ოდენობაზე მეტი არ უდნა იყოს. 

 

თუ რეპრესირებული გარდაცვლილია და კომპენსაცია მემკვიდრემ უნდა მიიღოს, ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობას, იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლო დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი