ახალი ამბები

ოკუპანტებმა ხურვალეთის ორი მკვიდრი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს

26 ნოემბერი, 2013 •
ოკუპანტებმა ხურვალეთის ორი მკვიდრი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს

 

სუჯაშვილის განცხადებით, დაკავებული არიან თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლის, ზემო ხურვალეთის მკვიდრები, მალხაზ ვანიშვილი და გოჩა მაყაშვილი. ამასთან, სუჯაშვილის თქმით, მალხაზ ვანიშვილი დავით ვანიშვილის შვილიშვილია, რომელიც საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ ქართულ მედიას ინფორმაციას აწვდის და ინტერვიუებსაც ხშირად აძლევს ხოლმე, ამიტომ იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მალხაზ ვანიშვილის დაკავება სწორედ დავით ვანიშვილზე ზეწოლის მცდელობაც იყოს.

 

ვანიშვილი და მაყაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი