ახალი ამბები

დავით ნარმანია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ბოდიშის მოხდას სთხოვს

26 ნოემბერი, 2013 •
დავით ნარმანია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ბოდიშის მოხდას სთხოვს

ამის შესახებ ნარმანიამ “პირველის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ ისინი ბოდიშს არ მოიხდიან, მათ სახელებს და გვარებს საჯაროდ დაასახელებს:

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემიძლია დავასახელო ზოგიერთი, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული,  უბრალოდ, მათ ეს ჭირდებათ ახლა პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად და ამიტომ გადმოვიდნენ შეტევაზე. მე მათ ვურჩევდი  ვინც იცნობდა ამ კოდექსის პროექტს, რომ აღიარონ. სხვა შემთხვევაში მე მათ სახელებს და გვარებს დავასახელებ და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან”, – განაცხადა ნარმანიამ. მისი თქმით, ამ პროცესში მხოლოდ ის პირები არ ყოფილან ჩართული, ვინც ამისი სურვილი არ გამოთქვა. ნარმანია ბოდიშის მოხდას საჯაროდ ითხოვს:


თუ ისინი საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს, მე სახელებს და გვარებს დავასახელებ იმ პოლიტიკური, არასაპარლამენტო ლიდერებისა, რომლებიც ჩემს კაბინეტში ესწრებოდნენ შეხვედრებს და  რომლებმაც ჩვენგან წაიღეს თვითმმართველობის კოდექსის პროექტი”, – განაცხადა ნარმანიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი