ახალი ამბები

ცვლილებები „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში

26 ნოემბერი, 2013 • • 1489
ცვლილებები „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დეფინიცია შეიცვალოს და შესაბამისობაში მოვიდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან.“

 

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (პირი, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში), ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი(ქალი – 65 წლიდან, კაცი – 70 წლიდან), პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი