ახალი ამბები

თბილისს 10 მოტოპატრული მოემსახურება

26 ნოემბერი, 2013
თბილისს 10 მოტოპატრული მოემსახურება

მოტოპატრულის ეკიპაჟები მთლიანად იქნებიან აღჭურვილი სპეციალური ახალი ფორმებით და მოტოპოლიციელისთვის საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით.


საპატრულო მოტოციკლების ძირითადი დანიშნულება პიკის საათებში დედაქალაქის ქუჩების საცობებისგან განტვირთვა და მოძრაობის რეგულირება იქნება. ახალი მოტოები თბილისის გადატვირთულ ქუჩებსა და გზაჯვარედინებზე დაიწყებენ პატრულირებას.

 

იაპონიიდან მოწვეულმა ინსტრუქტორმა 20 პატრულ-ინსპექტორს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩაუტარა. სწავლებაში მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს „იამაჰა“-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ტრენინგის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

მოტოპატრული
მოტოპატრული

მასალების გადაბეჭდვის წესი