ახალი ამბები

იულია ტიმოშენკომ “უვადო შიმშილობა” გამოაცხადა

26 ნოემბერი, 2013 •
იულია ტიმოშენკომ “უვადო შიმშილობა” გამოაცხადა

ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ კიევში, მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ტინმოშენკო, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, მოითხოვს აქციის მონაწილეებისგან, რომ “განაგრძონ წინსვლა”

 

“არ დანებდეთ, განაგრძეთ წინსვლა. თუ 29 რიცხვში [ნოემბერს] იანუკოვიჩი არ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, მაშინ მოსპეთ ის ქვეყნიდან მის კორუმპირებულ მეტასტაზებთან ერთად”, – ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.

 

იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ქვეყანას ევროპული გზიდან ვერავინ გადაახვევინებს, ამის თაობაზე მან მოსახლეობას ღია წერილით მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი