ახალი ამბები

პრემიერი მეზღვაურებს ევროკომისიის მიერ ქართული სერთიფიკატების აღიარებას ულოცავს

26 ნოემბერი, 2013 • • 909
პრემიერი მეზღვაურებს ევროკომისიის მიერ ქართული სერთიფიკატების აღიარებას ულოცავს

პრემიერი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ათასობით მეზღვაურს საშუალებას მისცემს ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე იმუშაონ:

“22 ნოემბერს ევროკომისიის კომიტეტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე.  ეს იმას ნიშნავს, რომ 18 000-მდე ჩვენს მეზღვაურს მიეცა უფლება და შესაძლებლობა, დასაქმდეს ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში  არსებულ მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზღვაურები ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ქართველი მეზღვაურები ისევე დაფასებული და დაცული იქნებიან, როგორც მათი ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი კოლეგები. ვულოცავ ჩვენს მეზღვაურებს ამ აღიარებას!”, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი