11:00 – სასტუმრო ,,რედისონში” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე “შეღავათიანი აგრორკედიტის პროექტის” ხელმძღვანელებსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა – ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” მიმდინარეობა.
11:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
დარბაზი N303
11:00 – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
დარბაზი N307
12:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა
ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკაბესელიას შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათაკომიტეტის მომხსენებელთან, მაილი რეფსისთან
ქ. თბილისი, სასტუმრო “რედისონ სას ივერია“
12:00 – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას გაუძღვებიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი).
12:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომხსენებელს, მაილი რეფსისს შეხვდება. ქ. თბილისი, სასტუმრო “რედისონ სას ივერია”.
12:00 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი აკაკი მინაშვილი იქნება. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
13:00 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. თემა: პენიტენციალური სისტემა. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
13:30 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი მგზავრთა უფლებების დაცვის ასოცაციის პრეზდენტი ლალი მეტრეველი იქნება. თემა: “ყვითელი ავტობუსების ტენდერები და უგულავას მხილება”.
14:00 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იქნება.
14:00 – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: “საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხოხელშეკრულება”;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი;საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ანდრო ლოლაძე;
დარბაზი N305
14:00 – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
დარბაზი №305
15.00 – თბილისისსაკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი დიუმას #14–ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდება. შეხვედრას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელიც დაესწრება. თემა: ავარიული სახლები.
15:00– ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ამერიკის საელჩოს მობილური ბიბლიოთეკას ოფიციალურად გახსნის. მისამართი: წეროვნის დევნილთა დასახლება, რიგი 13, ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი.
15:00 – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
დარბაზი N304
17:00 – ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში (ჭოველიძის ქ.10) გამოქვეყნდება გამარჯვებული კონკურსანტები (საუკეთესო სტატია, სიუჟეტი და მულტიმედია ნამუშევარი) , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა“.
17:00 – გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ეროვნული ცენტრის გალერეაში გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნება სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის დაარსებიდან 40 წლისთავს. მისამართი: ჩუბინაშვილის ხელოვნების ეროვნული ცენტრის გალერეა ათონელის ქ. #9.
18:30 – გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის N16) გაიმართება „თანამედროვე დრამატურგიის სერიით“ გამოცემული „თანამედროვე გერმენულენოვანი დრამატურგიის“ ორი წიგნის პრეზენტაცია.
18.30 – მწერალთა სახლში გაიმართება თამაზ ჩხენკელის თარგმნილი წერილების კრებულის „თვალსაწიერი“ პრეზენტაცია. მისამართი: მაჩაბლის 13.
19:30 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, ქალაქ ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ მონაწილეობით კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება.