როგორც ნარმანიამ რუსთავი 2–ს განუცხადა გიგი უგულავას შეთავაზების კომენტირებისას დებატების თაობაზე, ამის დრო ჯერ არ დამდგარა:
“მე მას [უგულავას] ვურჩევდი დაანებოს პოლიტიკოსობას თავი ამ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ის ჯერ კიდევ რჩება მერად, მიხედოს საქმეს და აკეთოს ის პროექტები, რაც სჭირდება დედაქალაქის მოსახლეობას. პოლიტიკური განცხადებების დრო ახლა ნამდვილად არ არის და როცა მოვა დებატების დრო, მე მზად ვარ, გიგი უგულავა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს ჩემი ოპონენტი, დავჯდე და ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემებზეც ვისაუბრო და ხედვებიც გავაცნო”, – აღნიშნა ნარმანიამ.
უგულავამ ნარმანიას დებატები დღეს შესთავაზა.
