ახალი ამბები

საგანელიძე თბილისის მერის პოსტზე დასახელებული კანდიდატურის შეცვლას არ გამორიცხავს

25 ნოემბერი, 2013 •
საგანელიძე თბილისის მერის პოსტზე დასახელებული კანდიდატურის შეცვლას არ გამორიცხავს

 

“ყველაფერია შესაძლებელი, დოგმა არსად არ არის… შეიძლება კოალიციაც დაიშალოს ოდესმე. გამორიცხვით მე ვერაფერს გამოვრიცხავ”,  – განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ პირადად იგი ასეთი ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას განხილვა პრეზიდენტმა, პრემიერმა და ექს–პრემიერმა შესთავაზეს. შეთავაზებული კანდიდატურა კი პოლიტსაბჭომ მოიწონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი