სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელის თქმით, კერესელიძის განცხადება შვებულებაში წასვლის შესახებ ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული არ არის. მისი შვებულებაში გასვლის შემდეგ კი, ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსის პოსტზე ამჟამინდელი მოადგილის, პაპუნა უგრეხელიძის, იურისტ მინდია უგრეხელიძის შვილის კანდიდატურა განიხილება.
