ახალი ამბები

“მიმართულება => ევროკავშირი”, აქცია–ფესტივალი დედა ენის ბაღში [ფოტო/ვიდეო]

24 ნოემბერი, 2013 • • 1207
“მიმართულება => ევროკავშირი”, აქცია–ფესტივალი დედა ენის ბაღში [ფოტო/ვიდეო]

აქციის ორგანიზატორები “ევროპის ალუმნების გაერთიანება” და “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველო” იყო. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა შეკრება “დედა ენის ბაღში” 3 საათიდან დაიწყეს, ხოლო დღე კონცერტით 7 საათზე დასრულდა.

 

“უბრალოდ, მხარი გვინდოდა დაგვეჭირა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის, ეს ვილნიუსის სამიტის წინ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა იმ პროცესების ფონზე, რაც განვითარდა უკრაინაში, ასევე დავამატეთ ეს კომპონენტიც. თქვენ ხედავთ აქ უკრაიანის დროშებს და ეს ყველეფერი მოხდა იმის გამო, რომ ჩვენც გამოგვეხატა მხარდაჭერა იმ მოვლენების მიმართ, რაც მაიდანზე ხდება კიევში”.– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა. 

 

დღევანდელ შეკრებას არ ჰქონდა სტანდარტული აქციის სახე. იგი ფესტივალის სახით ჩატარდა. “დედა ენის ბაღში” მისულებს თავიანთი სერვისი წარუდგინეს კაფე “გალერეამ”, ჩაის სახლმა “ალტჰაუსი” და კაფემ “მელნიკოვა”.  მონაწილეებს შეეძლოთ წიგნები შეეძინათ, ჩაი დაელიათ და მუსიკისთვის მოესმინათ.

 

“მე ვფიქრობ, რომ ევროპა არის საქართველოს არა არჩევანი, არამედ ბუნებრივი ადგილი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს კულტურაში ძალიან ბევრია რაღაც ისეთი, რაც ეხამება ევროპულ ფასეულობებს. ვფიქრობ, შესაძლებელია კარგად და სწორად ინტეგრირება იმ ყველაფერთან, რაც ევროპაში დღეს ხდება. არასტანდარტული აქციაა, ძალიან იშვიათია ხოლმე, როცა შეგიძლია სადმე მიხვიდე, ცხელი ჩაი დალიო, კარგ მუსიკას მოუსმინო და კარგი იდეები გაუზიარო კარგ ადამიანებს”– ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე რევაზ ბარამიძე. 

 

აქცია-ფესტივალი მხარდაჭერილია შვედეთის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ. 

 

შეგახსენებთ, რომ  28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის შორის  ასოცირების ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პარაფირება. 


“აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, შიდა თუ გარე პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არსებობს წინაღობები ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამ ფონზე საჭიროა ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი. 

“მიმართულება => ევროკავშირი” არის გზავნილი, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომ მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს”.–ნათქვამია “ფეისბუქის” გვერდზე, სადაც აქცია დაიგეგმა. 

დღე ‘Dutch Lover’–ის და ჯგუფი ‘არა’– ს კონცერტით დასრულდა. 

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

 

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

აქცია მიმართულება–ევროკავშირი
აქცია მიმართულება–ევროკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი