ახალი ამბები

РИА “Новости”: უკრაინაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

24 ნოემბერი, 2013 • • 1631
РИА “Новости”: უკრაინაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მათივე ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენება პოლიციამ მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციელთა კორდონის გარღვევა სცადა და მთავრობის შენობისკენ გაემართა. 

 

“ამ წუთებში ადგილზე სიტუაცია სტაბილური, თუმცა დაძაბულია, აქციის მონაწილეების ნაწილი ასევე ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება მოახდინოს”, – წერს РИА “Новости”

 

აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბნენ, მათ სიტყვით მიმართა იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენია ტიმოშენკომ, რომელმაც შეკრებილებს იულია ტიმოშენკოს წერილი წაუკითხა, სადაც ის ხალხს მოუწოდებს, არ დაიშალონ და მოითხოვონ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სვლა არა რუსეთისკენ, არამედ ევროპისკენ. დედაქალაქში პარალელურად ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციაც მიმდინარეობს. 

 

უკრაინა, ევროპის მოედანი, ფოტო: РИА
უკრაინა, ევროპის მოედანი, ფოტო: РИА ‘Новости’

მასალების გადაბეჭდვის წესი