“პარტიამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აჩვენა, თუ რა შეუძლია ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალას, რამხელა ცვლილების გამოწვევა შეუძლია ქვეყანაში. მე პირადად, ჩვენ, რესპუბლიკელები, ვართ ამაყნი, რომ მოგვეცა საშუალება ვიყოთ პარტნიორი პარტია
ქართული ოცნების, რომელმაც დღეს გარკვეული საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური ასპარეზი, მაგრამ მან მოახერხა ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც გაუძღვება წარმატებით ამ პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, მე ვულოცავ მას. კახა ლაკაძე – გენერალური მდივანი პარტიის, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაა პარტიაში, ხოლო პოლიტსაბჭო იქნა არჩეული გამოცდილი პოლიტიკოსებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.