“მე მინდა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ამხელა ნდობა გამომიცხადა პირადად მე, დიდი მადლობა იმისათვის, რომ წარმადგინა როგორც მთავრობის მეთაური და ახლა უკვე როგორც პარტიის

თავმჯდომარე. ემ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღირსეულად გავაგრძელო მის მიერ დაწყებული საქმე და ვემსახურო ასევე თავდადებით ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია და ჩემი მთავარი მიზანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.







