ეს მონაცემები ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფმა მოაგროვა, კვლევის თანახმად დაღუპულთაგან 100–მდე ბავშვი, რომელთა ნაწილი 1 წლამდე ასაკის იყო, წამებითაა მოკლული.
ბავშვების უმეტესობა დაღუპულია სამთავრობო ჯარების მიერ განხორციელებული დაბომბვების დროს.
ანგარიში შეიცავს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, რათა მათ შეწყვიტონ ძალადობა სირიელ ბავშვებზე, ასევე დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივი დევნა მათ მიმართ, ვინც ასეთ ძალადობას ჩადის.