ახალი ამბები

“მე ვირჩევ ევროკავშირს” – აქცია ოდესაში [Photo]

24 ნოემბერი, 2013 • • 948
“მე ვირჩევ ევროკავშირს” – აქცია ოდესაში [Photo]

რიშელიეს ძეგლი
რიშელიეს ძეგლი

ახალგაზრდების ჯგუფმა საპროტესტო აქცია ანალოგიური მოთხოვნით დღესაც გამართა ოდესაში, ჰერცოგ დე რიშელიეს ძეგლთან, რომელსაც ევროკავშირის დროშა შემოახვიეს.

 

აქციის რამდენიმე მონაწილეს პოტიომკინის კიბეებთან კარვები აქვს გაშლილი, სადაც ისინი დღევანდელ ღამეს გაატარებენ.

 

“ხვალ, 12:00 საათზე ყველას ვეპატიჟებით აქ და ჩვენი აქციით ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც კიევში მართავენ დიდ საპროტესტო აქციას,” – უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

აქციები, კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. 27 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილია სამიტი, სადაც უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, თუმცა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის მთავრობამ აღნიშნული პროცესი შეაჩერა.

აქცია ოდესაში
აქცია ოდესაში

მასალების გადაბეჭდვის წესი