ილია მეორემ სრულიად საქართველოსთვის გიორგობის მილოცვისას ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ დღეს ულოცავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ყოფილ პრეზიდენტებს- მიხეილ სააკაშვილს და ედუარდ შევარდნაძეს.
ილია მეორემ მთავრობის წევრებსაც მიულოცა გიორგობა- საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მცხეთაში იმყოფებოდა, და მის წინამორბედს ბიძინა ივანიშვილს.
“ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და მისის სიმდიდრე უპირველს ყოვლისა სულიერ სიმდიდრეშია. ჩვენი ენა, კულტურა, ლიტერატურა, ფილისოფია, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და წმინდა გიორგი ლოცვით საქართველო შეინარჩუნებას ამას, იმიტომ, რომ საქართველოს მფარველია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი[…] საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი. საქართველო აყვავდება, გაბრწყინდება. შემთხვევით არ არის, იოანე ზოსიმე რომ ამბობს:”სახარებასა შინა, ამას ენასა, ქართულ ენასა ლაზარე ჰქვია” ლაზარე გაცოცხლდა, აღდგა მკვდრეთით, ასევე აღდგება საქართველო და ჩვენი ენა, კულტურა და მეორედ მოსვლის დროს, როგორც ამბობს იოანე ზოსიმე, მთელი მსოფლიო განკითხული იქნება ქართულითა ენითა”– განაცხადა ილია მეორემ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ილია მეორემ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, ეკლესიიდან მიელოცა დღესასწაული ქართველი ხალხისათვის. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამრჯვების სიმბოლოა. პრემიერმა ილია მეორისაგან საჩუქრად ჯვარიც მიიღო.
დღევანდელი დღის ფარგლებში რამდენიმე გვარი და ახალი ეპისკოპოსიც აკურთხეს, რომელიც მარნეულის ეპისკოპოსი იქნება.