ახალი ამბები

ქართული ღვინო ვილნიუსის სამიტზე

23 ნოემბერი, 2013 • • 982
ქართული ღვინო ვილნიუსის სამიტზე

“აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც ვილნიუსის LITEXPO-ს საგამოფენო დარბაზში გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებათა უმაღლესი და მაღალი რანგის პირები დაესწრებიან”.– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სამინისტრო აცხადებს, რომ ღონისძიებისთვის 100 ბოთლზე მეტი ღვინო, რამდენიმე ათეული ჭაჭა და ქართული ბრენდი უკვე გაიგზავნა ვილნიუსში. დამზადდა ასევე სპეციალური ეტიკეტიც, წარწერით “GEORGIA WELCOMES THE LITHUANIAN EU PRESIDENCY 2013″ (“საქართველო მიესალმება ევროკავშირის ლიტვის თავმჯდომარეობას 2013), რომელიც ქართულ ნაწარმზე იქნება დაკრული.

 

“LITEXPO-ში ასევე მოეწყობა ქართული კუთხე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ; ქართულ კუთხეში განთავსდება ბროშურები საქართველოს შესახებ და სუვენირები საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, 27 ნოემბერს, ვილნიუსში გაიმართება საპარლამენტო ფორუმი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ალკოჰოლური სასმელები”.


შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება უნდა მოხდეს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი