ახალი ამბები

ანონსი – 22 ნოემბერი

21 ნოემბერი, 2013 •
ანონსი – 22 ნოემბერი

10:00 -17:00 სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები” გაიმართება.

10.30  ,, რეპორტიორის’’ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ,,საქართველოს რკინიგზასა’’ და ,,ვაგონმშენებელი ჰოლდინგს’’ შორის ერთწლიანი უთანხმოების დასრულება.

საკონტაქტო: 557503823

10:30  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ For.ge-ის პრეს–კლუბში, სპეციალიურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „საქართველოს განახლებული მთავრობის პროგრამა და პრიორიტეტების შესრულების შესაძლებლობები“.

მისამართი: თბილისი, მცხეთის ქუჩა #9 (მრგვალ ბაღთან)

საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803

11:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მრგვალი მაგიდა გაიმართება თემაზე ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმა, პრობლემები და გამოწვევები.

12:00 “პრესკლუბში მე-17 სართულზე” დამოუკიდებელი ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციათა  კოალიცია “საზოგადოებრი ინიციატივას” წევრი გოჩა გვარამია, ბრიფინგს გამართავს

თემა: მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, პაატა ზაქარეიშვილის სოხუმი – თბილისი – ერევანი სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საფრთხეები.

13:00 ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სახელობის სკვერში აქციის „გაამწვანე საქართველო“ ფარგლებში 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგვება.

13:00  სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენას დაათვალიერებს, წარმოდგენილ პროდუქციას ადგილზე გაეცნობა და გამოფენაზე ჩამოსულ ფერმერებს შეხვდება.

საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

14:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: ავტობუსების ტენდერის მონიტორინგში ჩართვა და ინიციატივა ტენდერი დოკუმენტაციის სიღრმისეული შესწავლის შესახებ

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მაღალდაძე 599 072013

14:30 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე  სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა და მისი შედეგები

15:00   სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე  სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: ჯანდაცვა პენიტენციალურ სისტემაში

15:30  დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

თემა: პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებები

მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

საკონტაქტო ნომერი: 595 01 82 45.

15 :00 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართბა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება წინა ქრისტიანული პერიოდის არქეოლოგიური ნივთები, XIII-XIV-XV-XVI საუკუნეების ხატები, ცნობილი ქართველი მხატვრების დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ა. ვარაზის და სხვათა ნაწარმოებები.

15:00 – 16:00

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების წინააღმდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ მხარდაჭერილ პეტიციას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურად წარუდგენს.

 

პეტიციის წარდგენდა მოხდება:

საქართველოს პარლამენტში – 15:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში – 15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში – 16:00

16:00 გაიხსნება ახალი ნათების პრემიუმ კლასის საიმიჯო შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ახალი ნათების ცენტრალური პავილიონის უკან.

17:00 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პოეტისა და დრამატურგის თამაზ ბაძაღუას წიგნის „ 6 პიესა“ წარდგენა.

მის: რუსთაველის გამზ. 19

17:00 მწერალთა სახლი გიწვევთ ახალგაზრდა მხატვრის გეგა ქუთათელაძის

გამოფენაზე სახელწოდებით ,,სიჩუმის განწყობა”.

18:00 კონსერვატორიის კამერულ დარბაზში გუკი ასათიანის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,ვოლუნტერისტი ქალების” ჩვენება-პრეზენტაცია გაიმართება. ფილმი მოგვითხრობს საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე ცხოველთადამცველი ქალის და მათი საქმიანობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი