როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საიტი კვლავ დამუშავების პროცესშია, ხოლო არქივს მიხეილ სააკაშვილის გარდა ყოფილი სხვა პრეზიდენტების შესახებ ინფორმაციაც უნდა დაემატოს:
“საიტს აწერია, რომ კვლავ დამუშავების პროცესშია. არქივში, გარდა წინა პრეზიდენტისა, დაემატება ორი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციაც, ყველაფერი ეტაპობრივად გადავა არქივში და ამის შემდეგ არქივი საიტზე აღდგება”, – აცხადებს პრეზიდენტის პრესსასმახურის წარმომადგენელი თიკო მჟავანაძე.
როგორც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, საიტი კვლავ სამენოვანი იქნება, ხოლო დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.