ახალი ამბები

უმაღლესმა რადამ ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობას მხარი არ დაუჭირა

21 ნოემბერი, 2013 •
უმაღლესმა რადამ ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობას მხარი არ დაუჭირა

უმაღლესმა რადამ პატიმრების მკურნალობის შესახებ ექვსი კანონპროექტიდან არცერთს არ დაუჭირა მხარი. ამ კანონების მიღებაზე იყო დამოკიდებული, გაემგზავრებოდა თუ არა იულია ტიმოშენკო სამკურნალოდ გერმანიაში.

 

კენჭისყრის ამ შედეგს უკრაინის ოპოზიცია შეძახილებით “სირცხვილი!” შეხვდა და ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის არქონაში დაადანაშაულა.

 

პატიმართა მკურნალობის შესახებ კანონების მიღება აუცილებელი პირობა იყო უკრაინისთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისთვის ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს იმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი