ვაჩეიშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, უკავშირდება თუ არა კანონპროექტის მომზადება პრეზნდენტის ახალ რეზიდენტიას, ან რომელიმე სხვა შენობას:
“კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სამწუხარო იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტის შემუშავება რომელიმე ერთი ნაგებობის გამო ხდება. კანონპროექტი, ვფიქრობ, არის იმ ციკლის ნაწილი, რაც მიმდინარეობს სახელმწიფოში, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის შეზღუდვა. ეს კანონპროექტი საშუალებას იძლევა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის მექანიზმები გახდეს უკიდურესად ფორმალური, რომ ნებისმიერ ნაგებობას იურიდიული დაცვის მექანიზმი ისე მოეხსნას, რომ არ იყოს გათვალისწინებული არანაირი დამატებითი მექანიზმები. ეს არის ნონსენსი, როდესაც ასეთი კანონპროექტის ინიცირება ხდება”, – აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.