ახალი ამბები

ქუთაისის ორი ვიცე-მერი გადადგა

21 ნოემბერი, 2013 • • 1104
ქუთაისის ორი ვიცე-მერი გადადგა
თამაზ მარგველაშვილის თქმით, შოთა მურღულია მოვალეობას მმერიაში მიმდინარე კონკურსის შედეგების გამოვლენამდე შეასრულებს.

 

ამასთან, დღეს ქუთაისის ორმა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ და კოტე ლომიძემ თანამდებობა დატოვეს.

 

როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათი გადადგომა შოთა მურღულიას მოსვლითაა განპირობებული, რადგან მას საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარი გუნდი შეარჩიოს:

 

„ უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ახალი მერის ბატონი შოთა მურღულიას დანიშვნა და მას წარმატება ვუსურვო. ბატონი შოთა ძირძველი ქუთაისელი და ჩვენი ქალაქის ქომაგია.აქვე მინდა მოკლედ მოგასხენოთ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზეც-მიუხედავად იმისა, რომ ბატონ შოთა მურღულიასთან არცთუ მცირე ხნის კეთილმეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა იმ მოტივით, რომ ახალ მერს საკუთარი გუნდის წევრების შერჩევის პროცესში თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცეს.“-განაცხადა თენგო თოფურიძემ.

 

თოფურიძის თქმით, ის უკანმოუხედავად არ მიდის თვითმმართველობიდან დაგანმარტავს, რომ ახალ გუნდს მუშაობაში ყოველმხრივ დაეხმარება.

 

იგივე მოტივზე საუბრობს კოტე ლომიძე:

 „ჩემი გადაწყვეტილება ეს არის გუნდური გადაწყვეტილება. ჩვენ მივეცით საშუალება ახალგაზრდა, წარმატებული, კვალიფიციური ხალხი მოვიდეს ქალაქის სათავეში. სადაც საქმიანობდა ბატონი შოთა თავის გუნდთან ერთად ყველგან წარმატებას მიღწია. ის მისი გუნდით უნდა მოვიდეს და ჩაიბაროს ყველა სფერო, რომელსაც გააკონტროლებს. ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ მე ამ გუნდიოს წევრი ვარ და გავაგრძელებ მათთნ თანამშრომლობას.“-აღნიშნა ლომიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი