ახალი ამბები

“ძეგლების შესახებ კანოპროექტი შესაძლოა პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირდებოდეს”

21 ნოემბერი, 2013 • • 1098
“ძეგლების შესახებ კანოპროექტი შესაძლოა პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირდებოდეს”

ცინცაბაძის თქმით, ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის:

 

“ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ, როგორც წესი, საბოლოოდ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, ამიტომ ვიტყვი, რომ შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ახალ რეზიდენციას უკავშირდებოდეს, კერძოდ, მის უკან მდებარე კვარტალს. რეზიდენციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შესასვლელი, მაგრამ, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს, რომ ახალი შენობის უკან კვარტალში არის ძალიან ბევრი ძეგლის სტატუსის მქონე სახლი და მისასვლელის ასე მარტივად გაკეთებას ვერ შეძლებენ”, – აცხადებს ნატო ცინცაბაძე.

 

ნატო ცინცაბაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცდა, შესაძლოა საქართველოს მასშტაბით 6319 ძეგლს საფრთხე დაემუქროს:

 

“საქართველოს მასშტაბით სულ 6803 ძეგლია, აქედან ეროვნული მნიშვნელობის არის მხოლოდ 484 ძეგლი, შესაბამისად, დანარჩენ 6319 ძეგლს შესაძლოა სტატუსის გამარტივებული წესით მოხსნის საფრთხე შეექმნას. ასეთ ძეგლებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს ბორჯომის პარკი, რომანოვების სასახლე, ბებრის ციხე, თბილისში კი- ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსთაველის თეატრი, ოპერის შენობა, ნარიყალა, აბანოები და ა.შ.  იმედი გვაქვს, არ იტყვის მთავრობა, რომ ისეთი განვითარებულები და ჭკვიანები ვართ, ასეთ მნიშვნელოვან ძეგლებს სტატუსს არ მოვუხსნითო, კანონპროექტი ამას შესაძლებელს ხდის. ეს ყველაფერი აჩვენებს რამდენად გააზრებულად და სიღრმისეულად მოამზადა მთავრობამ კანონპროექტი”, – განაცხადა ნატო ცინცაბაძემ.


ICOMOS საქართველოს წევრის, მანანა თევზაძის თქმით ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ასეთ კანონპროექტს არ უნდა ამზადებდეს:


“ევროკავშირს შემუშავებული აქვს დოკუმენტი, რომელიც კულტურულ მემვიდრეობას ეხება და ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს ამის დაცვისკენ. ვფიქრობთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაამახვილოს ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებზე”, – განაცხადა მანანა თევზაძემ.

თბილისი
თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი