ახალი ამბები

პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ხელი მოაწერა

20 ნოემბერი, 2013 •
პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ხელი მოაწერა

დღეს, 20 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.

 

ამასთან, მარგველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ქვეყნის პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობა მიულოცა:

 

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ახალი მთავრობის თითოეულ წევრს იმ დიდ ნდობას, რაც მათ ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა. ვუსურვებ  ახალ აღმასრულებელ გუნდს წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში,“ – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი