ახალი ამბები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები კვარტალში ერთხელ 300-მდე ლარს მიიღებენ

20 ნოემბერი, 2013 •
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები კვარტალში ერთხელ 300-მდე ლარს მიიღებენ

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დღეს, 20 ნოემბერს მიიღეს. 

 

ამ საკითხს, რომელიც განსახილველად სხდომაზე საკრებულოს საქალაქო მეურნეობისა და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გაიტანა, 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა, ორი კი წინააღმდეგი იყო.

ყოველი თვის 15 რიცხვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებმა უნდა წარმოადგინონ აღრიცხვის ბარათი, სადაც აღნიშნული იქნება კორპუსთან განსახორციელებელი სამუშაოები. კვარტალში ერთხელ კი, გამგეობის სხდომაზე ამ შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ფინანსური წახალისება, არაუმეტეს 300 ლარისა.

,,ვინაიდან ეს წესი ძალაში ხვალიდან შედის, მინდა ვთხოვო ადგილობრივ თვითმართველობებს, გამგეობებს და თბილისის მერიას, დროულად გაუწიონ კონსულტაციები ამხანაგობების თავმჯდომარეებს. იმისათვის, რომ გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საკითხები გაიტანონ სხდომაზე, შეაფასონ თავმჯდომარეების ნამუშევრები და შესაბამისად გასცენ წახალისება, აუცილებელია ბარათები შევსებული იყოს არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და არც ერთი პროგრამის  განხორციელებას არ შეეშლება ხელი,”- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

მისივე თქმით, 3 მილიონი ლარიდან დაახლოებით 1 500 000 ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებას მოხმარდება, დანარჩენი კი, კორპუსებში განსახორციელებელ პროგრამებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი