ახალი ამბები

„RMG Copper“-ის დირექტორის ულტიმატუმი გაფიცულებს

20 ნოემბერი, 2013 •
„RMG Copper“-ის დირექტორის ულტიმატუმი გაფიცულებს

“კომპანია ერთი კვირაა გაჩერებულია და მთელი სიმძლავრით ვერ მუშაობს. განვიცდით ფინანსურ ზარალს. თუ არ გამოვაცხადეთ ახალი ვაკანსიები და არ აღდგა მუშა-პროცესი, ფინანსური ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება” –განაცხადა დმიტრი კალანდაძემ დღეს „RMG Copper“-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

 

დიმიტრი კალანდაძე
დიმიტრი კალანდაძე

დიმიტრი კალანდაძის თქმით, მუშების 4 მოთხოვნიდან სამზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება ხელფასების 100 პროცენტით ზრდას, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ამ დროისათვის შეუძლებელია: 

 

“მუშები ითხოვენ ხელფასის 100%-ით გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მომსახურების გაფართოებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უკანონო გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას. ბურღვის ოპერატორების ხელფასი შეადგენს 937 ლარს, ხოლო ექსკავატორების ოპერატორებისა -1063 ლარს. კომპანიაში არასოდეს ყოფილა ხელფასის დაგვიანების ან შემცირების არც ერთი შემთხვევა. ეს თანამშრომლები თვეში მუშაობენ მხოლოდ 16 დღე და სარგებლობენ 40-დღიანი ანაზღაურებული შვებულებით. თითოეულ მათგანს გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ხშირად კომპანიაში ერთი ოჯახიდან დასაქმებულია რამდენიმე ადამიანი, რაც ოჯახის შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის”.

 

დიმიტრი კალანდაძოის განმარტებით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტირებას მანქანა -დანადგარებში:”ამიტომ 100 პროცენტით ხელფასის გაზრდა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხი დავაყენოთ აქციონერებთან. შესაძლოა მოხდეს თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემა.”  

 

 ამ დროისათვის „RMG Copper“-ის კუთვნილ (მადნეულსა და კვარციტში) 300–მდე თანამშრომელია გაფიცული. ორივე საბადოზე სულ 1980 ადამინია დასაქმებული. ახალ მენეჯმენტს, დიმიტრი კალანდაძის ხელმძღვაბელობით, კომპანია სამართავად 2012 წელს გადაეცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი