ახალი ამბები

გუგული მაღრაძე: სიამოვნებით ჩავერთვები რეგულაციებში ჭარბწონიანობის წინააღმდეგ

1 მაისი, 2018 • 91941
გუგული მაღრაძე: სიამოვნებით ჩავერთვები რეგულაციებში ჭარბწონიანობის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შემაცირებდა. აღნიშნული მან გადაცემა “ქალების ნარატივის” ეთერში განაცხადა.

“მე ვფქირობ, რომ უნდა დავიწყოთ და მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში. “ობესიტის”, იგივე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, უნდა ვიფიქროთ, თუ  რა უნდა გაკეთდეს. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბწონიანობა უკვე არსებობს, უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ, ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ა.შ. მე არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო იმიტომ, რომ ეს იწვევს გამოუსწორებელ ზიანს ჯანმრთელობისთვის,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გუგული მაღრაძე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ავტორია, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი