ახალი ამბები

ევროკავშირს სურს საქართველოს ჩართვა კრიზისების მენეჯმენტის ოპერაციებში

20 ნოემბერი, 2013 • • 1018
ევროკავშირს სურს საქართველოს ჩართვა კრიზისების მენეჯმენტის ოპერაციებში

სხდომას ბრიუსელში კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ხელმძღვანელობდა.

 

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ევროკავშირის, რომელ სამშიდობო მისიებში ჩაერთვება საქართველო. როგორც “ნეტგაზეთს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ყარაულასვილმა განუცხადა, მისი ვარაუდით, პირველ ეტაპზე საუბარი მხოლოდ სამოქალაქო მისიებზე იქნება.

 

მისივე თქმით, განიხილებოდა, მალის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაიწლეობის საკითხი, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

 

“ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. ჩვენ რამდენიმე ოპერაციაში განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას. საქართველო აქტიურად არის ჩართული ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში და აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და ამის გამოყენება ევროკავშირის მიმართულებითაც შეიძლება. ევროკავშირს საკმაოდ სერიოზული მისიები აქვს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო. ჯერჯერობით ყველაფერი განხილვის პროცესშია გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის წამყვანი უწყება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ევროსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით გზა გაეხსნა საქართველოს ამ მიმართულებით. ჩვენი მხრივ პარლამენტი მიიღებს ამ ხელშეკრულების საბოლოო რატიფიცირებაზე გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ყარაულაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი