ახალი ამბები

ღარიბაშვილი:მოსახლეობა მალე გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ

19 ნოემბერი, 2013 • • 1007
ღარიბაშვილი:მოსახლეობა მალე გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ

“ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ვაწარმოებთ გამოძებას რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანზე. საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანის გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში. არ მსურს წინასწარ გავამხილო გამოძიების დეტალები. მაგრამ უახლოეს ხანებში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების დაკარგვა უგზო-უკვლოდ და რა ბედი ეწიათ მათ. 

ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე და ძალიან საგანგაშო შედეგები დაიდება. 

დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ  მათი შვილები არიან ცოცხლები. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საქმეები იქნას გახნსილი და გამოძიებული,”- გააცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ღარიბაშვილის თქმით, ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა არ შეიძლება, როცა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი